ბოლო  15  წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, საქართველოს 70-ზე მეტ მაღალმთიან სოფელში ჩვენს მიერ ინსტალირებულია 200-ზე მეტი   მზის ფოტოელექტრული სისტემა.

მათ შორისაა ფშავ–ხევსურეთის და ქართლის სოფლები: არდოტი, ანდაქი, არჭილო, ბახაო, ჭიმღა, ხახაბო, გიორგწმინდა, ხონე, ზეისტეჩო, უკანახო, მათურა, ინო, ჭიჩო, ახადი, ვაკის სოფელი, ხოშარა, ჩალახევი, სათერძე  და სხვა.

თითოეული სადგურის სიმძლავრე 40-დან  240 ვატამდეა.

გარდა ამისა 2011 წელს, ჩეხეთის მთავრობის გრანტით, განვახორციელეთ დიდი მასშტაბის პროექტი, თუშეთის მოსახლეობისა და საოჯახო სასტუმროებისათვის. დამონტაჟდა:

  • 80 კომპლექტი მზის ფოტოელექტრული სისტემა – ჯამური სიმძლავრით 30კვტ;
  • 110 კომპლექტი მზის წყალგამაცხელებელი სისტემა – ჯამური წარმადობით 21,5 ტონა ცხელი წყალი დღე-ღამეში;
  • 60 კომპლექტი მობილური (დასაკეც-გადასატანი) მზის ფოტოელექტრული სისტემები – ჯამური სიმძლავრით 6 კვტ (გადაეცათ თუშ მომთაბარე მწყემსებს).

 

საქართველოს მაღალმთიან სოფლებში დამონტაჟებული სადგურების საერთო ჯამური სიმძლავრე შეადგენს 50 000 ვატს.

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now