მზის ენერგია მონასტრებში

საქართველოს საპატრიარქოს მოქმედ მონასტრებსა და სკიტებში დამონტაჟდა 70-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა.

მათ შორისაა ისეთი მონასტრები, როგორიცაა: ზარზმა, მარტყოფი, დავით გარეჯი, სამთავრო, შიო მღვიმე, ფოკა, უძლოური, სნო, გერგეთი უბისი, ქოზიფა, მუხულეთი, ქარმელი, ბანა, წყაროსთავი, კოდმანი, ბეთანია, ბევრეთი, ულუმბო, ფიტარეთი, მარტვილი, კახი, ავლევი, დოდოს რქა.

თითოეული სისტემის სიმძლავრე 25-დან 200 ვატამდეა. მათი საერთო ჯამური სიმძლავრე 10 000 ვატს შეადგენს.

ისინი ძირითადად გამოიყენება ტაძრების, სატრაპეზოების და სენაკების განათებისთვის.

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now