შპს „მზის სახლი“ დაფუძნებულია 2011 წლის 25 ნოემბერს, მაგრამ ორგანიზაციის ზოგიერთ წევრს გააჩნია მზის ენერგეტიკის დარგში მოღვაწეობის 25-30 წლიანი გამოცდილება.

ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 1977 წლიდან, საბჭოთა კავშირის დროს.  ამ პერიოდიდან სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში  თავდაცვისა და კოსმოსური მიზნებისათვის მიმდინარეობდა მზის ფოტოელემენტების მსგავსი ნახევარგამტარული p-n სტრუქტურების მიღების ტექნოლოგიების დამუშავება Si, Ge და GaAs მონოკრისტალების ბაზაზე. მოგვიანებით აქვე შეიქმნა Si-ის  პირველი მზის ფოტოელემენტები და მოდულები. აღნიშნულ სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენი ორგანიზაციის ორი წევრი (კონსტანტინე კობახიძე, ნანა ჩხენკელი).

1990 წელს სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში შეიქმნა მცირე საწარმო „აისი“, რომელიც მუშაობდა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მზის ფოტოელექტრული სისტემების დამზადებასა და დანერგვაზე. სოხუმშივე დაიწყო პირველი მზის ავტონომიური მიკრო ელექტრული სისტემების დაკომპლექტება და მონტაჟი.

შპს “მზის სახლის“ წინამორბედი ორგანიზაციები, რომლებიც დააფუძვნეს და სადაც მუშაობდნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, იყო:

  • 1990-1993 წწ. – მცირე საწარმო  „აისი“
  • 1994-1996 წწ. – შპს „ჰელიოსი“
  • 1996-1999 წწ. – შპს „მზიური ენერგია“
  • 1999-2008 წწ. – ა(ა)იპ „მზე და დედამიწა“
  •  2008-2011 წწ. – ა(ა)იპ „მდგრადი ენერგიების ცენტრი – მზის სახლი“

 

ვიდეოსიუჟეტი: კომპანია “მზის სახლის” ისტორია

იხ. ასევე კომპანიის მიღწევები

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now