საქართველოში შპს „მზის სახლი“ წამყვანი კომპანიაა მზის ენერგეტიკის დარგში.

კომპანიის მიერ დაპროექტებული და ინსტალირებული თანამედროვე თბური და ფოტოელექტრული სადგურები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით, უახლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადით.

კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე  სერტიფიცირებული მაღალპროფესიონალი სპეციალისტებით. კომპანიის წევრები რეგულარულად მონაწილეობენ დარგის საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

„მზის სახლი“ პიონერია საქართველოში მეგავატიანი მზის ელექტრო სადგურების დაპროექტების დარგში და ერთადერთი კომპანიია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ფლობს შესაბამის უნიკალურ ნოუ ჰაუს.

სულ უფრო მეტი ქართული და უცხოური კომპანია ირჩევს „მზის სახლს“ თავის პარტნიორად მზის ენერგეტიკის დარგში.

 

იხ.  ასევე კომპანიის ისტორია

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now