• January

    19

    2019
  • 371
  • 0
კომპანია „მზის სახლის“ 2018 წლის მოკლე ანგარიში

კომპანია „მზის სახლის“ 2018 წლის მოკლე ანგარიში

კომპანია „მზის სახლმა“ შეაჯამა გასული, 2018 წლის შედეგები და დასახა 2019 წლის ამოცანები.

2018 წელს კომპანიამ განახორციელა არაერთი საინტერესო პროექტი, კერძოდ:

  • დააპროექტა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაამონტაჟა 12 ერთეული მზის ავტონომიური მიკროელექტრული სადგური. მათ შორის საქართველოში ყველაზე მძლავრი 100 კილოვატიანი სისტემა, რომელიც იმუშავებს მიკროქსელური სქემით და ელექტრო ენერგიით მოამარაგებს კერძო სასტუმროს თუშეთში, სოფელ ომალოში;

  • დააპროექტა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაამონტაჟა 17 ერთეული ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური. მათ შორის საქართველოში ყველაზე მძლავრი ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული 77,76 კილოვატი სიმძლავრის მიკროელექტრული სადგური, რომელიც ელექტოენერგიით ამარაგებს ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლას;

  • დააპროექტა (მოამზადა სრული ტექნიკური დოკუმენტაცია) ორი ერთეული 100 კილოვატიანი სიმძლავრის ქსელს მისაერთებელი მზის მიკროსადგური, რომლებიც ახლო მომავალში დამონტაჟდება ქ. თბილისში მშენებარე ობიექტებზე;

  • საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად ჩაატარა მძლავრი მზის ელექტრული სადგურის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები (კვლევები დასრულების სტადიაზეა).

2018  წლის  განმავლობაში  სულ  კომპანია  „მზის სახლის“  მიერ  ინსტალირებულია  245  კილოვატზე  მეტი  ჯამური  სიმძლავრის  მზის  მიკროელექტრული  სადგურები.

2019 წლისთვის კომპანიას დაგეგმილი აქვს დააპროექტოს და დაამონტაჟოს სხვადასხვა დანიშნულების და სიმძლავრის მზის მიკროელექტრული სადგურები  500 კილოვატზე მეტი  ჯამური  სიმძლავრით.

2019 წლის მაისის თვეში კომპანიას დაგეგმილი აქვს დაასრულოს მძლავრი 2 მეგავატიანი მზის ელექტრული სადგურის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ინვესტიციის არსებობის შემთხვევაში წელსვე დაიწყოს აღნიშნული მზის ელექტრული სადგურის მშენებლობა.

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now