• August

    28

    2019
  • 549
  • 0
100 კილოვატიანი მზის მიკრო-ქსელური სისტემა თუშეთში

100 კილოვატიანი მზის მიკრო-ქსელური სისტემა თუშეთში

სოფელ ომალოში, სასტუმროში “სამზეო“ დასრულდა საქართველოში ყველაზე მძლავრი  მზის ელექტრო სადგურის მონტაჟის, გაწყობის და გაშვების სამუშაოები.

მზის ავტონომიური ელექტრო სადგური მუშაობს მიკრო ქსელის სქემით (MICRO GRID SYSTEMS). იგი ამ ტიპის პირველი სადგურია საქართველოში.

მიკროქსელური ტექნოლოგიები ორიენტირებულია ადგილობრივი განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე, შედეგად აღარ არის საჭირო ენერგიის დიდ მანძილზე გადაცემა, რაც ამცირებს დანაკარგებს და ელექტრო ენერგიის თვითღირებულებას.

მზის სადგური აწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მასში გამოყენებულია  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების, პრემიუმ კლასის მოწყობილობები:

  • მზის პანელები, ჯამური პიკური სიმძლავრით – 100 კვტ (ტიპი – მონოკრისტალური, ბრენდი -KIOTO SOLAR, ავსტრია);
  • აკუმულატორული ბატარეა ენერგოტევადობით 500 კვტ*სთ (ტიპი – OPZv , ბრენდი – Hoppecke, გერმანია);
  • მზის მწკრივის ინვერტორები (ტიპი – SMA Solar Tripower Inverter, ბრენდი – SMA, გერმანია);
  • აკუმულატორული ბატარეის ინვერტორები (ტიპი – SMA Solar Sunny Island battery Inverter , ბრენდი- SMA, გერმანია);
  • დიზელ-გენერატორი (ბრენდი – SDMO, საფრანგეთი).

მზის მიკროქსელური სადგური სრულად ავტომატიზირებულია (SMART SYSTEMS) და აღჭურვილია ონლაინ მონიტორინგის სისტემით.

პროექტისთვის სპეციალურად შეირჩა მზის მუქი ფიქალისფერი პანელები, რომლებიც ორგანულად ერწყმიან ადგილობრივ ლანდშაფტს.

მზის ავტონომიური ე.წ კუნძულოვანი მიკროქსელური (ISLAND MICROGRID) სისტემა, სრულად უზრუნველყოფს 4 ვარსკვლავიან, 114 ადგილიან სასტუმრო „სამზეოს“ ელექტროენერგიით.

პროექტი განახორციელეს კომპანიებმა „სოლარ ენერჯი ჯორჯიამ“ და “მზის სახლმა”.

პროექტის ფოტოალბომი:
facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now