• October

    10

    2019
  • 92
  • 0
წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადმინისტრაციული შენობის სახურავზე დამონტაჟდა ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური

წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადმინისტრაციული შენობის სახურავზე დამონტაჟდა ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური

შეგახსენებ, რომ კომპანია კომპანია „მზის სახლი“ პარტნიორებთან “Solar Energy Georgia“ და „Solet Technics“ ერთად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს: “კლიმატის ცვლილების შემსუბუქება განვითარებად ქვეყნებში ლიეტუვას გამოცდილების გაზიარებით”. პროექტი ინიცირებულია ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების სააგენტოს მიერ.  პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში: წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულების ხუთი ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგურის მონტაჟი. მზის მიკროელსადგურების ჯამური სიმძლავრე იქნება 128.22 კილოვატი.

კომპანია „მზის სახლი“ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნული მზის  მიკროელსადგურების შესახებ.

პროექტი 1:

წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადმინისტრაციული შენობის სახურავზე დამონტაჟდა ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური პიკური სიმძლავრით 6,48 კილოვატი.

მზის მოდულები: პოლიკრისტალური, სიმძლავრე 270 ვატი. მწარმოებელი  JSC Solet Photovoltaics, (ლიეტუვა).

ქსელური ინვერტორი: სიმძლავრე 6 კილოვატი. მწარმოებელი  ABB (იტალია).

სამაგრი კონსტრუქცია: ალუმინი, ტრაპეზოიდალური, დისკრეტული.

 პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now