• October

    16

    2019
  • 87
  • 0
პირველი კოლექტიური მოხმარების მზის მიკროელსადგური საქართველოში

პირველი კოლექტიური მოხმარების მზის მიკროელსადგური საქართველოში

☀️ პროექტი 2:
წეროვანის დევნილთა დასახლებაში ბაგა-ბაღის შენობის სახურავზე დამონტაჟდა ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური პიკური სიმძლავრით 34 კილოვატი.
 მზის მოდულები: პოლიკრისტალური, სიმძლავრე 270 ვატი, მწარმოებელი JSC Solet Photovoltaics (ლიეტუვა).
 ქსელური ინვერტორი: სიმძლავრე 27.6 კილოვატი. მწარმოებელი ABB (იტალია).
 სამაგრი კონსტრუქცია: ბეტონის ბალასტებიანი, ალუმინის სამკუთხედზე დამაგრებული რელსები.
მზის მიკროელსადგური სრულად უზრუნველყოფს ელექტროენერგიით ბაგა-ბაღს, სპორტულ სკოლას, მუსიკალურ სკოლას, კულტურის სახლს და ახალგაზრდათა სახლს.
ეს არის კოლექტიური მოხმარების მზის მიკროელსადგურის პირველი პრეცედენტი საქართველოში.

💡 შეგახსენებთ, რომ კომპანია „მზის სახლი“ პარტნიორებთან “Solar Energy Georgia“ და „Solet Technics“ ერთად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს: “კლიმატის ცვლილების შემსუბუქება განვითარებად ქვეყნებში ლიეტუვას გამოცდილების გაზიარებით”. პროექტი ინიცირებულია ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების სააგენტოს მიერ. 🇱🇹 პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში: წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულების ხუთი ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგურის მონტაჟი. მზის მიკროელსადგურების ჯამური სიმძლავრე იქნება 128.22 კილოვატი.

 პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now