• October

    16

    2019
  • 92
  • 0
13,2 კვტ სიმძლავრის მზის მიკროელსადგური წილკნის დევნილთა დასახლებაში

13,2 კვტ სიმძლავრის მზის მიკროელსადგური წილკნის დევნილთა დასახლებაში

პროექტი 3:

წილკნის დევნილთა დასახლებაში ბაგა-ბაღის შენობის სახურავზე დამონტაჟდა ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური პიკური სიმძლავრით 13.2 კილოვატი.

მზის მოდულები: მონოკრისტალური, სიმძლავრე 300 ვატი. მწარმოებელი JSC Solet Photovoltaics (ლიეტუვა).

ქსელური ინვერტორი: სიმძლავრე 6 კილოვატი, 2 ცალი. მწარმოებელი ABB (იტალია).

სამაგრი კონსტრუქცია:  ალუმინის სამკუთხედზე დამაგრებული რელსები.

შეგახსენებ, რომ კომპანია კომპანია „მზის სახლი“ პარტნიორებთან “Solar Energy Georgia“ და „Solet Technics“ ერთად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს: “კლიმატის ცვლილების შემსუბუქება განვითარებად ქვეყნებში ლიეტუვას გამოცდილების გაზიარებით”. პროექტი ინიცირებულია ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების სააგენტოს მიერ.  პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში: წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულების ხუთი ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგურის მონტაჟი. მზის მიკროელსადგურების ჯამური სიმძლავრე იქნება 128.22 კილოვატი.

კომპანია „მზის სახლი“ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნული მზის  მიკროელსადგურების შესახებ.

 პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now