• October

    20

    2019
  • 97
  • 0
27  კვტ  სიმძლავრის  მიწაზე  აგებული ქსელს   მიერთებული  მზის  სადგური  წილკნის დევნილთა  დასახლებაში

27 კვტ სიმძლავრის მიწაზე აგებული ქსელს მიერთებული მზის სადგური წილკნის დევნილთა დასახლებაში

☀️ პროექტი 4:

წილკნის დევნილთა დასახლებაში, სასმელი წყლის სატუმბ სადგურის ეზოში დამონტაჟდა  ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური, პიკური სიმძლავრით 27 კილოვატი.

მზის მოდულები: მონოკრისტალური, სიმძლავრე 300 ვატი. მწარმოებელი JSC Solet Photovoltaics (ლიეტუვა).

ქსელური ინვერტორი: სიმძლავრე 27.6 კილოვატი.  მწარმოებელი ABB (იტალია).

სამაგრი კონსტრუქცია:  მოთუთიებული ლითონის, ორსაყრდენიანი, ორიარუსიანი (სტანდარტული).

💡 შეგახსენებთ, რომ კომპანია „მზის სახლი“ პარტნიორებთან “Solar Energy Georgia“ და „Solet Technics“ ერთად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს: “კლიმატის ცვლილების შემსუბუქება განვითარებად ქვეყნებში ლიეტუვას გამოცდილების გაზიარებით”. პროექტი ინიცირებულია ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების სააგენტოს მიერ. 🇱🇹 პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში: წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულების ხუთი ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგურის მონტაჟი. მზის მიკროელსადგურების ჯამური სიმძლავრე იქნება 128.22 კილოვატი.

 პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now