• December

    27

    2019
  • 110
  • 0
მზის მიკროელსადგური “ბარბალეს” ორგანულ მეურნეობაში

მზის მიკროელსადგური “ბარბალეს” ორგანულ მეურნეობაში

☀️ კომპანია „მზის სახლმა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ა(ა)იპ „ბარბალეს განვითარების ცენტრს“ დაუმონტაჟა  5,2  კილოვატი სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური.

  • მზის პანელი – KIOTO SOLAR (ავსტრია);
  • ქსელის ინვერტორი – FRONIUS  PRIMO (ავსტრია).

✅ ამ რეგიონისათვის ეს არის პირველი ქსელს მიერთებული მზის მიკორელექტრული სადგური.

✅ ა(ა)იპ “ბარბალეს განვითარების ცენტრმა” განახორციელა პროექტი “ენერგოეფექტური, მრავალფუნქციური აპი-სახლის აშენება და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგორესურსების მიმართ”.

☀️ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში  დამონტაჟდა ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური, რომელიც ცენტრს მოუხსნის ელექტროენერგიის გადასახადს; საშუალებას მისცემს  ჭარბი ელექტროენერგია გაყიდოს და ეს შეიძლება გახდეს შემოსავლის ერთერთი წყარო; მოხდება ნახშირორჟანგის ემისიების შერბილება, შემცირება გარემოში.

პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

ა(ა)იპ “ბარბალეს განვითარების ცენტრი” ეწევა ძალიან სასარგებლო საქმიანობას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ორგანული პროდუქციის მოყვანა და რეალიზება.

მისი ლიდერები ქეთი დიდმანიძე და გაგა მუმლაძე იყენებენ მრავალ ინოვაციურ ტექნოლოგიას და ზრუნავენ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და დასაქმებაზე. აწყობენ აგრო ტურებს, რომლებსაც სტუმრობს ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი.

კომპანია „მზის სახლი“ წარმატებას უსურვებს მათ კეთილშობილ და სასარგებლო საქმიანობაში!

 პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში.
  გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
✅  დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

 

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now