• September

      6

      2019
    • 148
    • 0
    „მზის სახლი“ ჭაჭუნას ეროვნული პარკში

    „მზის სახლი“ ჭაჭუნას ეროვნული პარკში

    კომპანია „მზის სახლმა“ განახორციელა პროექტი ჭაჭუნას ეროვნული პარკში. სასტუმროს ელექტრო მომარაგებისათვის დამონტაჟდა 1560 ვატი სიმძლავრის მზის ელექტრული სისტემა. სისტემა სრულად უზრუნველყოფს წყალსაქაჩი ტუმბოს, მაცივრის, ტელევიზორის, განათების და სხვა ელექტრო ხელსაწყოების კვებას. სასტუმროს აბანოსა და სამზარეულოსთვის დამონტაჟდა  175 ლიტრიანი მზის წყალგამაცხელებელი სისტემა. ასევე განახლდა რეინჯერთა სახლისთვის არსებული ძველი მზის ელექტრო სისტემა. ✅ პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge —

    • August

      28

      2019
    • 271
    • 0
    100 კილოვატიანი მზის მიკრო-ქსელური სისტემა თუშეთში

    100 კილოვატიანი მზის მიკრო-ქსელური სისტემა თუშეთში

    სოფელ ომალოში, სასტუმროში “სამზეო“ დასრულდა საქართველოში ყველაზე მძლავრი  მზის ელექტრო სადგურის მონტაჟის, გაწყობის და გაშვების სამუშაოები. მზის ავტონომიური ელექტრო სადგური მუშაობს მიკრო ქსელის სქემით (MICRO GRID SYSTEMS). იგი ამ ტიპის პირველი სადგურია საქართველოში. მიკროქსელური ტექნოლოგიები ორიენტირებულია ადგილობრივი განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე, შედეგად აღარ არის საჭირო ენერგიის დიდ მანძილზე გადაცემა, რაც ამცირებს დანაკარგებს და ელექტრო ენერგიის თვითღირებულებას.

    • July

      1

      2019
    • 382
    • 0
    კომპანია „მზის სახლი“ 2 მეგავატიანი მზის სადგურის ასაგებად ემზადება

    კომპანია „მზის სახლი“ 2 მეგავატიანი მზის სადგურის ასაგებად ემზადება

    კომპანია „მზის სახლმა“ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (20.11.2017) შესაბამისად, დაასრულა „გარეჯის მზის ელექტროსადგურის“ განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. კვლევები მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში. მზის ელექტროსადგურის პიკური სიმძლავრე იქნება 2 მეგავატი, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 2700 მეგავატ*სთ. მზის სადგური განთავსდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარედ, 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. მემორანდუმის შესაბამისად კვლევის შედეგები და წინადადებები განსახილველად  გადაეცა

    • June

      28

      2019
    • 435
    • 0
    „მზის სახლი“ ყაზბეგში

    „მზის სახლი“ ყაზბეგში

    „მზის სახლმა“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ  თოთში დაამონტაჟა მზის ავტონომიური ფოტოელექტრული მიკროსადგური სიმძლავრით – 1040 ვატი. მზის სადგური გამოიყენება „თოთი კემპინგის“ელექტრო უზრუნველყოფისათვის: მობილურების და სხვა მიკრო აკუმულატორების დასამუხტად, კოტეჯების, კარვების და ფანჩატურების გასანათებლად, მაცივარის  და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტროკვებისათვის. პროექტი დააფინანსა ჩეხურმა ორგანიზაციამ „People in Need“. თოთი  მდებარეობს ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 8

    • June

      23

      2019
    • 271
    • 0
    ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრო სადგური შვეიცარიის საელჩოსთვის

    ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრო სადგური შვეიცარიის საელჩოსთვის

    კომპანია „მზის სახლმა“ შვეიცარიის საელჩოს შენობაზე დაამონტაჟა 4200 ვატი პიკური სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური. მზის სადგური დაპროექტდა და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით. სადგურის შემადგენელი ყველა კომპონენტი პრემიუმ კლასისაა. ✅  მზის მოდულები – მონოკრისტალური, შავი, 300 ვატი სიმძლავრის ე.წ. “SMART  BLACK” Solar Edge-ს MPPT ოპტიმიზატორით; ✅  მწკრივის ინვერტორი – FRONIUS; ✅  მზის მონაცემთა

    • June

      18

      2019
    • 319
    • 0
    ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრო სადგური თიანეთის საბავშვო ბაღისთვის

    ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრო სადგური თიანეთის საბავშვო ბაღისთვის

    კომპანია „მზის სახლმა“ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში საბავშო ბაღზე დაამონტაჟა 1300 ვატი სიმძლავრის, ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრო სადგური. პროექტის დამფინანსებელი „ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველო“. პროექტის ფოტოალბომი: facebook.com/SunHouse.ge — თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now