• June

    28

    2019
  • 3039
„მზის სახლი“ ყაზბეგში

„მზის სახლი“ ყაზბეგში

„მზის სახლმა“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ  თოთში დაამონტაჟა მზის ავტონომიური ფოტოელექტრული მიკროსადგური სიმძლავრით – 1040 ვატი.

მზის სადგური გამოიყენება „თოთი კემპინგის“ელექტრო უზრუნველყოფისათვის: მობილურების და სხვა მიკრო აკუმულატორების დასამუხტად, კოტეჯების, კარვების და ფანჩატურების გასანათებლად, მაცივარის  და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტროკვებისათვის.

პროექტი დააფინანსა ჩეხურმა ორგანიზაციამ „People in Need“.

თოთი  მდებარეობს ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრში. კოტეჯები ჩაფლულია ულამაზეს, სურნელოვან ალპურ ყვავილებში.  აქედან ხელისგულივით მოსჩანს  სნოს და თერგის ხეობების ულამაზესი ხედები. ხოლო გვერდს უმშვენებს ამაყი მყინვარწვერი!

„თოთი კემპინგი“ მოაწყვეს თავის კუთხეზე შეყვარებულმა  ყოჩაღმა ახალგაზრდებმა, და-ძმებმა: ლიკა, ვასო და გრიგოლ მირაკიშვილებმა. წარმატებები მათ ამ წამოწყებაში!

პროექტის ფოტოალბომი:
facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now