ხშირად დასმული კითხვები

მზის ფოტოელექტრული სისტემების (მზის ელექტრო სადგურების) მთავარი უპირატესობა, სხვა დენის წყაროებთან შედარებით, არის მაღალი საიმედოობა და მუშაობის ხანგრძლივი პერიოდი – 30 წელი და მეტი (პროგნოზებით 50 წელი მაინც უნდა იმუშაოს).

იაფი ჩინური მზის პანელები და ინვერტორები უცნობი კომპანიების მიერ არის წარმოებული, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე არავითარი იმიჯი და ავტორიტეტი არ გააჩნიათ. მათ პროდუქტებზე ხარისხის რეალური გარანტია არ არსებობს, იმის და მიუხედავად, რომ ისინი ვიზუალურად არაფრით განსხვავდებიან ხარისხიან ანალოგებს. ექსპლუატაციაში შესვლის საწყის ეტაპზე, საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროპარამეტრების რეალურად შემოწმებაც რთულია, წუნი თავს იჩენს ექსპლუატაციის პროცესში. მზის ფოტოელექტრული სადგურის ფასს განსაზღვრავს:

1. შემადგენელი კომპონენტების (მზის მოდულები, ინვერტორი, ელექტრო ტექნიკური მოწყობილობები და მასალები, სამაგრი კონსტრუქცია) წარმომავლობა-ხარისხი;

2. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კვალიფიციური მონტაჟი;

3. გარანტია.

კომპანია “მზის სახლის” მიერ ევროპული კომპონენტებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ინსტალირებული, ქსელს მიერთებული 1 ვატი პიკური სიმძლავრის მზის სადგურის ღირებულებაა 1-დან – 1,5 ევრომდე (ფასი ძირითადად დამოკიდებულია სადგურის სიმძლავრეზე).

იმისათვის, რომ შეაფასოთ, ძვირია თუ არა ჩვენი ფასები, გთავაზობთ დიაგრამას, რომელიც გამოაქვეყნა  ევროკომისიის მეცნიერებისა და ცოდნის სააგენტომ 2019 წელს:

დიაგრამა 1. მზის ფოტოელექტრული სისტემების ფასების დინამიკა ერთ ვატზე ევროში ქვეყნების მიხედვით

ბუნებრივია, შეიძლება გაჩნდეს კითხვა:  არსებული ფასები თუ ასე მაღალია (დიაგრამის მიხედვით), მაშინ როგორ გავრცელდა და განვითარდა ეს დარგი მსოფლიოში?

პასუხი:  აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში (ასეთი 85 ქვეყანაა მსოფლიოში), მზის ფოტოენერგეტიკა განვითარდა სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკის შედეგად, როგორიცაა სუბსიდიები, გრძელვადიანი, მცირეპროცენტიანი სახელმწიფო სესხები, ელექტროენერგიაზე სახელმწიფო სატარიფო პოლიტიკა და სხვა.

Category: faq

ერთი კვადრატული მეტრი მზის ფოტოელექტრული პანელის პიკური სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 200 ვატს და იგი დღეში გამოიმუშავებს დაახლოებით 800 ვტ.სთ ენერგიას (საშუალო წლიური მნიშვნელობა).

Category: faq

არა. საგარანტიო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვამონტაჟებთ მხოლოდ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ მაღალხარისხიან კომპონენტებს და ვახორციელებთ საგარანტიო მომსახურეობას 2 წლის განმავლობაში.

Category: faq

მხოლოდ მზის ენერგიით სახლის გათბობა არარეალური და არამომგებიანია. შესაძლებელი და ეკონომიურად მომგებიანია მზის ენერგიის გამოყენება აბაზანისა და სამზარეულოს ცხელი წყლით უზრუნველსაყოფად და ნაწილობრივ სახლის გასათბობად.

Category: faq

დასჭირდება დაახლოებით 2-3 კილოვატი პიკური სიმძლავრის მზის სადგური.

Category: faq

ქსელს მიერთებული მზის ელექტრო სადგურის ფასები იცვლება დაყენებული სიმძლავრისა და შემადგენელი კომპონენტების ბრენდების მიხედვით: 1 ვატი დაყენებული სიმძალვრის ფასი იწყება 0,8 ევროდან. სადგური რომელიც სრულად უზრუნველყოფს საშუალო ოჯახს ელექტროენერგიით ჯდება 2 000-დან 10 000 ევრომდე.

Category: faq

ძირითადად სამი ტიპის მზის ფოტოელექტრული სისტემა არსებობს:

I) ავტონომიური (OFF-GRID);
II) ქსელს მიერთებული (GRID-TIED);
III) ჰიბრიდული-მიკროქსელური (MICRO GRID)

პირველი (ავტონომიური, OFF-GRID) შედგება: მზის მოდულების (1), მზის დამუხტვის კონტროლერის (2), აკუმულატორის (3) და ინვერტორისაგან (4). დღისით მზის მოდულების მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგია მზის დამუხტვის კონტროლერის გავლით მიეწოდება აკუმულატორს, სადაც ხდება მისი დაგროვება. ინვერტორის მეშვეობით ხდება აკუმულატორის მუდმივი ძაბვის გარდაქმნა სტანდარტულ ძაბვად, რაც შესაძლებელს ხდის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ე.წ. დატვირთვის (5) მიერთებას . ასეთი ტიპის სისტემები გამოიყენება არაელექტროფიცირებული ობიექტების კვებისათვის.

სურ. 1. ავტონომიური (OFF-GRID) ფოტოელექტრული სისტემა

მეორე (ქსელს მიერთებული, GRID-TIED) ძირითადად შედგება: მზის მოდულებისა (1), ქსელის ინვერტორის (4), ამომრთველის (6) და ორმხრივი ელ. მრიცხველისაგან (7). დღისით მზის მოდულების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (მუდმივი ძაბვა, დენი) ქსელის ინვერტორის მეშვეობით უშუალოდ გარდიაქმნება სტანდარტულ, ცვლად ძაბვად და სინქრონიზაციის შემდეგ მიეწოდება ცენტრალურ ქსელს (8). ქსელში გადადინებული და საყოფაცხოვრებო ხელსააწყოების (დატვირთვა) (5) მიერ ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხება ორმხრივი ელექტრო მრიცხველით. ასეთი სისტემები გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და ხანგრძლივი (25 წელზე მეტი) მუშაობის ვადით.

სურ. 2. ქსელს მიერთებული (GRID-TIED) ფოტოელექტრული სისტემა

მესამე (მიკროქსელური სისტემა, MICRO GRID) შედგება:

(1) განახლებად ენერგიებზე (მზე, ქარი) მომუშავე დენის გენერატორებისგან; (2) დიზელ-გენერატორებისგან; (3)  დიდი სიმძლავრის ენერგიის დამაგროვებლისგან (აკუმულატორები); (4) მართვის და კონტროლის სისტემისგან; (5) ელექტრო მომხმარებლებისგან (დასახლება, სოფელი, სახლები); (6) ცენტრალური ქსელისგან (მისი არსებობის შემთხვევაში).

სურ. 3.  მიკროქსელური სისტემა MICRO GRID

მიკროქსელის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა შეუერთდეს ცენტრალურ ქსელს (მისი არსებობის შემთხვევაში) და იმუშაოს მასთან ინტეგრირებულად, ასევე,  გამოირთოს მისგან და გააგრძელოს ავტონომიურ რეჟიმში ფუნქციონირება.

მიკროქსელური ტექნოლოგიები ორიენტირებულია ადგილობრივი განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე, შედეგად აღარ არის საჭირო ენერგიის დიდ მანძილზე გადაცემა, რაც ამცირებს დანაკარგებს და ელექტრო ენერგიის თვითღირებულებას.

Category: faq

შპს „მზის სახლის“ გუნდის წევრები 1990 წლიდან მოღვაწეობენ მზის ენერგეტიკის სფეროში. კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე ინსტალირებული აქვს სხვადასხვა სიმძლავრის 500-ზე მეტი ავტონომიური (OFF-GRID) და ქსელს მიერთებული (GRID-TIED) ფოტოელექტრული სადგური. განხორციელბული პროექტების განლაგება იხილეთ ქვემოთ მოცემულ რუკაზე (გასადიდებლად დააჭირეთ).

„მზის სახლის“ მიერ განხორციელებული პროექტების განლაგება რუკაზე

Category: faq
© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now