მზის ფოტოელექტრული სისტემების (მზის ელექტრო სადგურების) მთავარი უპირატესობა, სხვა დენის წყაროებთან შედარებით, არის მაღალი საიმედოობა და მუშაობის ხანგრძლივი პერიოდი – 30 წელი და მეტი (პროგნოზებით 50 წელი მაინც უნდა იმუშაოს).
იაფი ჩინური მზის პანელები და ინვერტორები უცნობი კომპანიების მიერ არის წარმოებული, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე არავითარი იმიჯი და ავტორიტეტი არ გააჩნიათ. მათ პროდუქტებზე ხარისხის რეალური გარანტია არ არსებობს, იმის და მიუხედავად, რომ ისინი ვიზუალურად არაფრით განსხვავდებიან ხარისხიან ანალოგებს. საწყის ეტაპზე საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროპარამეტრების რეალურად შემოწმებაც რთულია, წუნი თავს იჩენს ექსპლუატაციის პროცესში. მზის ფოტოელექტრული სადგურის ფასს განსაზღვრავს: 1. შემადგენელი კომპონენტების (მზის მოდულები, ინვერტორი, ელექტრო ტექნიკური მოწყობილობები და მასალები, სამაგრი კონსტრუქცია) წარმომავლობა-ხარისხი; 2. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კვალიფიციური მონტაჟი; 3. გარანტია.
კომპანია “მზის სახლის” მიერ ევროპული კომპონენტებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ინსტალირებული, ქსელს მიერთებული 1 ვატი პიკური სიმძლავრის მზის სადგურის ღირებულებაა 1-დან – 1,5 ევრომდე (ფასი ძირითადად დამოკიდებულია სადგურის სიმძლავრეზე).
იმისათვის, რომ შეაფასოთ, ძვირია თუ არა ჩვენი ფასები, გთავაზობთ ცხრილს, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო ენერგეტიკულმა ასოციაციამ IEA 2014 წელს (2014 წლის შემდეგ ფასები შემცირდა 15-20 %-ით):
ბუნებრივია, შეიძლება გაჩნდეს კითხვა – არსებული ფასები თუ ასე მაღალია (ცხრილის მიხედვით), მაშინ როგორ გავრცელდა და განვითარდა ეს დარგი მსოფლიოში?
პასუხი: აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში (ასეთი 85 ქვეყანაა მსოფლიოში), მზის ფოტოენერგეტიკა განვითარდა სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკის შედეგად. როგორიცაა სუბსიდიები, გრძელვადიანი, მცირეპროცენტიანი სახელმწიფო სესხები, ელექტროენერგიაზე სახელმწიფო სატარიფო პოლიტიკა და სხვა.
Category: faq

ერთი კვადრატული მეტრი მზის ფოტოელექტრული პანელის პიკური სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 150- 180 ვატს და იგი დღეში გამოიმუშავებს დაახლოებით 1000 ვტ.სთ ენერგიას (საშუალო წლიური მნიშვნელობა).

Category: faq

არა. საგარანტიო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვამონტაჟებთ მხოლოდ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ მაღალხარისხიან კომპონენტებს და ვახორციელებთ საგარანტიო მომსახურეობას 2 წლის განმავლობაში.

Category: faq

მხოლოდ მზის ენერგიით სახლის გათბობა არარეალური და არამომგებიანია. შესაძლებელი და ეკონომიურად მომგებიანია მზის ენერგიის გამოყენება აბაზანისა და სამზარეულოს ცხელი წყლით უზრუნველსაყოფად.

Category: faq

დასჭირდება დაახლოებით 2-3 კილოვატი პიკური სიმძლავრის მზის სადგური.

Category: faq

ქსელს მიერთებული მზის ელექტრო სადგურის ფასები იცვლება დაყენებული სიმძლავრისა და შემადგენელი კომპონენტების ბრენდების მიხედვით: 1 ვატი დაყენებული სიმძალვრის ფასი იწყება 1 ევროდან. სადგური რომელიც სრულად უზრუნველყოფს საშუალო ოჯახს ელექტროენერგიით ჯდება 2 000-დან 10 000 ევრომდე.

Category: faq

ძირითადად ორი ტიპის მზის ფოტოელექტრული სისტემა არსებობს: I) ავტონომიური (OFF-GRID) და II) ქსელსმიერთებული (GRID-TIED).

პირველი (ავტონომიური) შედგება: მზის მოდულების, მზის დამუხტვის კონტროლერის, აკუმულატორის და

ინვერტორისაგან. დღისით მზის მოდულების მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგია მზის დამუხტვის კონტროლერის გავლით მიეწოდება აკუმულატორს, სადაც ხდება მისი დაგროვება. ინვერტორის მეშვეობით ხდება აკუმულატორის მუდმივი ძაბვის გარდაქმნა სტანდარტულ ძაბვად. ასეთი ტიპის სისტემები გამოიყენება არაელექტროფიცირებული ობიექტების კვებისათვის.

ქსელში ჩრთული მზის ფოტოელექტრული სისტემა ( GRID-TIED )
მეორე (ქსელს მიერთებული) ძირითადად შედგება: მზის მოდულებისა და ქსელის ინვერტორისაგან. დღისით მზის მოდულების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (მუდმივი ძაბვა, დენი) ქსელის ინვერტორის მეშვეობით უშუალოდ გარდიაქმნება სტანდარტულ, ცვლად ძაბვად და სინქრონიზაციის შემდეგ მიეწოდება ცენტრალურ ქსელს. ქსელში გადადინებული და ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხება ორმხრივი ელექტრო მრიცხველით. ასეთი სისტემები გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და ხანგრძლივი (25 წელზე მეტი) მუშაობის ვადით.


Category: faq

შპს „მზის სახლი“ 25 წელზე მეტია მუშაობს მზის ენერგეტიკის სფეროში. საქართველოს ტერიტორიაზე

ინსტალირებული აქვს სხვადასხვა სიმძლავრის 500-ზე მეტი ავტონომიური მზის ფოტოელექტრული და 4 ქსელში ჩართული მზის სადგური.

შპს “მზის სახლის” მიერ დამონტაჟებული სისტემები (2013წ.)

Category: faq
© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now