პროექტები

შპს „მზის სახლი“ პიონერი და წამყვანი კომპანიაა საქართველოში მზის ენერგეტიკის დარგში.

კომპანიის მიერ დაპროექტებული და ინსტალირებული თანამედროვე თბური და ფოტოელექტრული სადგურები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით, უახლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადით.

პროექტების განლაგება რუკაზე

რატომ „მზის სახლი“?

30 წლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება

მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე ჩატარებულ იქნა უნიკალური სამეცნიერო კვლევები და განახორციელდა 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი მზის ენერგეტიკის დარგში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები

ჩვენი გუნდის წევრები რეგულარულად მონაწილეობენ უახლეს ტრენინგებში და ესწრებიან საერთაშორისო კონფერენციებს ამერიკისა და ევროპის წამყვან ქვეყნებში. “მზის სახლი” ფლობს ნოუ ჰაუს მეგავატიანი მზის ელექტრო სადგურების დაპროექტების დარგში.

პრემიუმ კლასის მაკომპლექტებელი მოწყობილობები ხანგრძლივი გარანტიით

ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო მომწოდებლებთან და გთავაზობთ ევროპული წარმოების საიმედო მოწყობილობებს წამყვანი კომპანიებისგან: Kioto Solar, Swiss Solar, AUO Solar, Fronius, SMA, ABB, Phocos და სხვა.

სიახლეები

ჩვენი კლიენტები და პარტნიორები

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now