მიღწევები

სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (GNSF-ST/026) ფარგლებში (გრანტის მიმღები სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი) 2007-2009 წლებში ჩატარდა მზის ენერგიის პოტენციალის კვლევები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების, ფშავ-ხევსურეთისა და ხევის არაელექტრიფიცირებულ სოფლებში. ჩატარებული კვლევისა და სპეციალურ ლიტერატურაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა საქართველოს მზის კადასტრის ახალი ვერსია. კვლევით სამუშაოებში მონაწილეობდა ჩვენი ჯგუფის ოთხი წევრი.

ჩვენი ჯგუფის წევრების მიერ მზის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო სემინარებზე, კონფერენციებსა და კონგრესებზე (საქრთველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, შოტლანდია, შვედეთი, დანია, იტალია, რუმინეთი)  გაკეთებულია 10 მოხსენება.

სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა 15 ნაშრომი მზის ფოტოენერგეტიკის თემატიკაზე.

 

განხორციელებული საგრანტო პროექტები

ჩვენმა გუნდმა განახორციელა შემდეგი საგრანტო პროექტები:

  1. მზის ენერგიაზე მომუშავე რადიომიმღებები ომის ვეტერანებისთვის, დონორი UNV გაეროს მოხალისეები, 2000 წ.
  2. ეკოლოგიურ-კვლევითი პროექტი – მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები ბაქო-სუფსის მილსადენზე, დონორი ISAR CENTRAL ASIA, 2002 წ.
  3. ეკოლოგიურ-კვლევითი პროექტი – ტრანსსასაზღვრო ტბის ჯანდარას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გზები, დონორები ISAR CENTRAL ASIA და ა(ა)იპ „ჰორიზონტი“, 2002 წ.
  4. სოფელ მუცოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, დონორი ნიდერლანდების საელჩო საქართველოსში, 2004 წ.
  5. ქ. ზესტაფონის წმინდა ბარარეს სახელობის ბავშვთა სახლში მზის ენერგიის გამოყენება, დონორი ნიდერლანდების საელჩო საქართველოსში, 2005 წ.
  6. კუს ტბის ტყე-პარკის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები, დონორი ნიდერლანდების საელჩო საქართველოსში, 2006 წ.
  7. არდოტის თემში სიღარიბის დაძლევისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, დონორი „1% for Development Fund”, Austria, 2008 წ.
  8. მზის ენერგიის გამოყენება ქართულ მეცხვარეობაში, დონორი ვუპერტალის (გერმანია) კლიმატის, გარემოსა და ენერგიის ინსტიტუტის ინიციატივა WISIONS, 2009 წ.

 

განხორციელებული პრაქტიკული პროექტები

ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელდა  სხვადასხვა დანიშნულების მრავალი პრაქტიკული პროექტი. მათ შორის:

  1. საქართველოს 70-ზე მეტ მაღალმთიან სოფელში ინსტალირებულ იქნა 200-ზე მეტი მზის ავტონომიური ფოტოელექტრული სისტემა.
  2. 70-ზე  მეტი მზის ავტონომიური ფოტოელექტრული სისტემა დამონტაჟდა  საქართველოს საპატრიარქოს მონასტრებში.
  3. 20-ზე მეტი მზის ავტონომიური ფოტოელექტრული სისტემა დამონტაჟდა  საქართველოს  დაცული ტერიტორიების ობიექტებზე.
  4. 10 ერთეული მზის ავტონომიური მიკროსადგური დამონტაჟდა  საქართველოს რკინიგზისათვის;
  5. 8 ერთეული მზის ავტონომიური მიკროსადგური დამონტაჟდა  „საქტრანსგაზის“ მაგისტრალურ მილსადენზე;
  6. 10 ერთეული ავტონომიური ფოტოლექტრული სისტემა დამონტაჟდა  სატელეკომუნიკაციო სისტემებისათვის;
  7. 200-ზე მეტი მზის ავტონომიური მიკროსადგურები დამონტაჟდა კერძო სახლებისთვი

და სხვა მრავალი.

 

„მზის სახლის“ მიერ ინსტალირებული მზის ავტონომიური (Off-Grid) ელექტრული სადგურების ჯამური სიმძლავრის და რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით მოცემულია დიაგრამებზე ქვემოთ.

D1: “მზის სახლის” მიერ ინსტალირებული ავტონომიური ფეს-ების ჯამური სიმძლავრისა და რაოდენობის დინამიკა

 

2011 წელს (ნეტო აღრიცხვის შემოღებამდე 5 წლით ადრე) ქ. თბილისში ჩვენმა ჯგუფმა განახორციელა საქართველოში პირველი ქსელს მიერთებული 3,2 კილოვატი სიმძლავრის  მზის ჰიბრიდული მიკროსადგურის ინსტალაცია.

„მზის სახლის“ მიერ ინსტალირებული ქსელს მიერთებული (Grid-Tied) მზის ელექტრული სადგურების ჯამური სიმძლავრის და რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით მოცემულია დიაგრამებზე ქვემოთ.

D2: “მზის სახლის” მიერ ინსტალირებული ქსელს მიერთებული ფეს-ების ჯამური სიმძლავრისა და რაოდენობის დინამიკა

 

ამჟამად, კომპანია აქტიურად მუშაობს ქსელს მიერთებული სადგურების პროექტირებასა და ინსტალაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

საერთო ჯამში დღეისათვის შპს „მზის სახლის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ინსტალირებულია 500-ზე მეტი მზის ავტონომიური ფოტოელექტრული სისტემა.

„მზის სახლის“ მიერ ინსტალირებული მზის მიკრო ელექტრული და თბური სისტემების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე ტიპების მიხედვით მოცემულია რუკაზე ქვემოთ (მთელ ეკრანზე გასაშლელად დააჭირეთ რუკის მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკს –  ).

 

2017 წელს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მზის სახლმა“ ჩაატარა 15 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევები.

კვლევებიდან გამომდინარე 2019 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარედ 2,2 მეგავატი პიკური სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურის მშენებლობას.

ამ ეტაპზე კომპანია „მზის სახლი“ მოწოდებულია მძლავრი მზის სადგურების პროექტირებისა და მშენებლობისთვის.

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now