კომპანია

საქართველოში შპს „მზის სახლი“ პიონერი და წამყვანი კომპანიაა მზის ენერგეტიკის დარგში.

კომპანიის მიერ დაპროექტებული და ინსტალირებული თანამედროვე თბური და ფოტოელექტრული სადგურები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით, უახლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადით.

“მზის სახლი” დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე  სერტიფიცირებული მაღალპროფესიონალი სპეციალისტებით. კომპანიის წევრები რეგულარულად მონაწილეობენ უახლეს ტრენინგებსა და საერთაშორისო კონფერენციებში ამერიკისა და ევროპის წამყვან ქვეყნებში.

„მზის სახლი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში მზის ენერგეტიკის დარგში, რომელიც:

  1. აწარმოებს მზის ენერგოპოტენციალის სამეცნიერო კვლევებს;
  2. ასრულებს როგორც მზის თბური, ასევე ფოტოელექტრული სისტემების საპროექტო სამუშაოებს;
  3. ამონტაჟებს როგორც მზის თბურ, ასევე ფოტოელექტრულ ენერგოსისტემებს;
  4. უწევს დამონტაჟებულ სისტემებს გრძელვადიან მონიტორინგს და სერვისს;
  5. ახორციელებს მზის ენერგოსისტემების ექსპერტიზას;

კომპანიას აქვს მეგავატიანი მზის ელექტრული სადგურების დაპროექტების გამოცდილება.

☑️ მზის ენერგეტიკის დარგში მოღვაწეობის პერიოდი:                               30 წელზე მეტი;
☑️ ინსტალირებული მზის ელ. სადგურების ჯამური სიმძლავრე:           567 000 ვატი;
☑️ ინსტალირებული მზის ელ. სადგურების ჯამური რაოდენობა:          500-ზე მეტი;
☑️ ინსტალირებული მზის თბური სადგურების ჯამური წარმადობა:     60 ტონაზე მეტი;
☑️ ინსტალირებული მზის თბური სადგურების ჯამური რაოდენობა:    65-ზე მეტი.

სულ უფრო მეტი ქართული და უცხოური კომპანია ირჩევს „მზის სახლს“ თავის პარტნიორად მზის ენერგეტიკის დარგში.

იხ.  ასევე კომპანიის ისტორია

 

“მზის სახლის” მიერ ინსტალირებული მზის სადუგრები

 

 

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now