• December

    21

    2018
  • 4977
77,76 კვტ სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის ფოტოელექტრული სადგური 61-ე სკოლისთვის

77,76 კვტ სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის ფოტოელექტრული სადგური 61-ე სკოლისთვის

კომპანია ‘მზის სახლმა“ ქ. თბილისის # 61 საჯარო სკოლაში განახორციელა ქსელს მიერთებული მზის მიკრო სადგურის მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება.

მზის მიკრო სადგურის პიკური სიმძლავრეა 77,76 კვტ. ის დღეს-დღეობით ქართული კომპანიების მიერ აგებული ყველაზე მძლავრი და თანამედროვე მზის სადგურია საქართველოში.

მზის მიკრო სადგური აღჭურვილია ონლაინ მონიტორინგის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს სადგურის პარამეტრების შენახვას და საჭიროების შემთხვევაში დისპლეიზე  ციფრობრივ და გრაფიკულ პრეზენტაციას.

ფუნქციონალურად შესაძლებელია შემდეგი მონაცემების გამოტანა:

– სისტემის ელექტროენერგიის გამომუშავება;
– ენერგიის ქსელში მიწოდება;
– ქსელიდან მოხმარებული ენერგია;
– დროის გარკვეული მომენტისათვის ძაბვის, დენის, სიმძლავრის მაჩვენებლები თითოეული მასივისთვის და მათი გრაფიკული შედარება;
– სისტემის დღიური / თვიური / წლიური გამომუშავება ეროვნულ ვალუტაში;
– სისტემის ჯამური გამომუშავების ასახვა ეკოლოგიური მაჩვენებლებით: დარგული ხეების რაოდენობა, დაზოგილი ნახშირორჟანგი და მანქანით გავლილი კილომეტრები.

აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია ფიზიკის კაბინეტში პერსონალურ კომპიუტერზე და ასევე სადემონსტრაციოდ გამოიტანება კაბინეტში განთავსებულ დიდ მონიტორზე. მონაცემებზე წვდომა აგრეთვე შესაძლებელია გამოყოფილი ვებ-მისამართის მეშვეობით.

პროექტის ფოტოალბომი:
facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2018

მზის სადგურის კალკულატორი

გამოიყენეთ  კალკულატორი თქვენთვის საჭირო მზის სადგურის სიმძლავრის, სავარაუდო ფასის და სამონტაჟე ფართობის გამოსათვლელად.

გადასვლა
ბოლო სიახლეები
ყველაზე პოპულარული
© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now