• July

    1

    2019
  • 3323
კომპანია „მზის სახლი“ 2 მეგავატიანი მზის სადგურის ასაგებად ემზადება

კომპანია „მზის სახლი“ 2 მეგავატიანი მზის სადგურის ასაგებად ემზადება

კომპანია „მზის სახლმა“ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (20.11.2017) შესაბამისად, დაასრულა „გარეჯის მზის ელექტროსადგურის“ განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.

კვლევები მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში. მზის ელექტროსადგურის პიკური სიმძლავრე იქნება 2 მეგავატი, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 2700 მეგავატ*სთ.

მზის სადგური განთავსდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარედ, 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

მემორანდუმის შესაბამისად კვლევის შედეგები და წინადადებები განსახილველად  გადაეცა საქართველოს მთავრობას. მთავრობის მიერ წინადადებების გათვალისწინების შემთხვევაში კომპანია მზადაა ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობით, 6 თვის განმავლობაში ააგოს და ექსპლუატაციაში გაუშვას მზის ელექტროსადგური.

აღსანიშნავია, რომ „მზის სახლი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მრავალმხრივ საქმიანობას ეწევა მზის ენერგეტიკის დარგში, როგორიცაა:

– მზის რადიაციის გაზომვები და ჰელიოპოტენციალის შეფასება;
– მზის ელექტროსადგურის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მომზადება;
– მზის ელექტრული და წყალგამაცხელებელი სისტემების პროექტირება, ინსტალაცია, მონიტორინგი და ექსპერტიზა.


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now