13,2 კვტ სიმძლავრის მზის მიკროელსადგური წილკნის დევნილთა დასახლებაში
პროექტი 3:
წილკნის დევნილთა დასახლებაში ბაგა-ბაღის შენობის სახურავზე დამონტაჟდა ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური პიკური სიმძლავრით 13.2 კილოვატი.
✅ მზის მოდულები: მონოკრისტალური, სიმძლავრე 300 ვატი. მწარმოებელი JSC Solet Photovoltaics (ლიეტუვა).
✅ ქსელური ინვერტორი: სიმძლავრე 6 კილოვატი, 2 ცალი. მწარმოებელი ABB (იტალია).
✅ სამაგრი კონსტრუქცია: ალუმინის სამკუთხედზე დამაგრებული რელსები.
შეგახსენებ, რომ კომპანია კომპანია „მზის სახლი“ პარტნიორებთან “Solar Energy Georgia“ და „Solet Technics“ ერთად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს: “კლიმატის ცვლილების შემსუბუქება განვითარებად ქვეყნებში ლიეტუვას გამოცდილების გაზიარებით”. პროექტი ინიცირებულია ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების სააგენტოს მიერ. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში: წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულების ხუთი ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგურის მონტაჟი. მზის მიკროელსადგურების ჯამური სიმძლავრე იქნება 128.22 კილოვატი.
კომპანია „მზის სახლი“ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნული მზის მიკროელსადგურების შესახებ.
პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge
—
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში
© მზის სახლი 2019