54 კვტ სიმძლავრის მიწაზე აგებული ქსელს მიერთებული მზის სადგური ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში
☀️ პროექტი 5:
ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში დამონტაჟდა ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური, პიკური სიმძლავრით 54 კილოვატი.
მზის მიკროელსადგური სრულად უზრუნველყოფს სასმელი წყლის სატუმბ სადგურს ელექტრო ენერგიით.
დღესდღეობით ეს არის ყველაზე მძლავრი მიწაზე აგებული ქსელს მიერთებული მზის სადგური საქართველოში.
✅ მზის მოდულები: პოლიკრისტალური, სიმძლავრე 270 ვატი. მწარმოებელი JSC Solet Photovoltaics (ლიეტუვა).
✅ ქსელური ინვერტორი: სიმძლავრე 50 კილოვატი. მწარმოებელი ABB (იტალია).
✅ მზიდი კონსტრუქცია: მოთუთიებული ლითონის ორსაყრდენიანი, ორიარუსიანი (სტანდარტული).
💡 შეგახსენებთ, რომ კომპანია „მზის სახლი“ პარტნიორებთან “Solar Energy Georgia“ და „Solet Technics“ ერთად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს: “კლიმატის ცვლილების შემსუბუქება განვითარებად ქვეყნებში ლიეტუვას გამოცდილების გაზიარებით”. პროექტი ინიცირებულია ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების სააგენტოს მიერ.
🇬🇪 🤝 🇱🇹 პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში: წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულების ხუთი ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგურის მონტაჟი. მზის მიკროელსადგურების ჯამური სიმძლავრე 128.22 კილოვატს შეადგენს.
✅ პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge
✅ პროექტის ვიდეორგოლი – YouTube
—
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში
© მზის სახლი 2019