• October

    22

    2019
  • 2746
ლიეტუვის პროექტის პრეზენტაცია

ლიეტუვის პროექტის პრეზენტაცია

დასრულდა საერთაშორისო პროექტი: “კლიმატის ცვლილების შემსუბუქება განვითარებად ქვეყნებში ლიეტუვის გამოცდილების გაზიარებით”. 🇱🇹

სოფელ ფრეზეთში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ლიეტუვის ენერგეტიკის ვიცე მინისტრი – ლინა საბაიტიენე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – გიორგი წოწკოლაური, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ქალბატონი ეკატერინე მიქაბაძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მერი – ნუგზარ თინიკაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – გელა შერმადინი და სხვა ოფიციალური პირები.

პროექტი ინიცირებული იყო ლიეტუვის რესპუბლიკის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების სამინისტროს მიერ.

პროექტის მიხედვით დამონტაჟდა  ხუთი ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში:

  1. წეროვანის გამგეობის შენობაზე – პიკური სიმძლავრით 6,48 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2434723566644068
  2. წეროვანის ბაგა-ბაღზე – პიკური სიმძლავრით 34 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2439310786185346
  3. წილკანის ბაგა-ბაღზე – პიკური სიმძლავრით 13,2 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2447439125372512
  4. წილკანის წყალსატუმბ სადგურზე – პიკური სიმძლავრით 27 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2455459207903837
  5. ფრეზეთის წყალსატუმბ სადგურზე – პიკური სიმძლავრით 54 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2457849204331504

მზის მიკროელსადგურების ჯამური სიმძლავრე არის 128.22 კილოვატი.

პროექტი განახორციელა კომპანია „მზის სახლმა“ პარტნიორებთან “Solar Energy Georgia“ და “Solet Technics” ერთად.

✅ პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2019

მზის სადგურის კალკულატორი

გამოიყენეთ  კალკულატორი თქვენთვის საჭირო მზის სადგურის სიმძლავრის, სავარაუდო ფასის და სამონტაჟე ფართობის გამოსათვლელად.

გადასვლა
ბოლო სიახლეები
ყველაზე პოპულარული
© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now