• March

    16

    2020
  • 2695
„მზის სახლი“ თემში

„მზის სახლი“ თემში

🏡თემი არის სოფელ გრემში (კახეთი) არსებული საზოგადოება და სოციალური საწარმო. თემმა, როგორც ორგანიზაციამ აქტივობები 1989 წელს დაიწყო და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღესდღეობით აქ სხვადსხვა გამოცდილების და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. თემი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მისი წევრები ცხოვრების საუკეთესო საშუალებებით და ზრუნვით და განავითაროს მისი სამეწარმეო საქმიანობა ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად.

☀️2019 წლის ზაფხულში, ერთ-ერთი უცხოელი მოხალისის თაოსნობით თემში დაიწყო მზის ენერგიის გამოყენება. დამონტაჟდა 600 ვატი სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკრო ელსადგური.

არსებულ მზის სადგურს ამჟამად დაემატა კიდევ 540 ვატი სიმძლავრის მზის ჰიბრიდული მიკრო ელსადგური (მზის პანელები – KIOTO SOLAR, ქსელის მიკროინვერტორი – ABB, სარეზერვო წყაროს ენერგოტევადობა – 3,6 kwh., გარდამქმნელი – 1 kw.).

ამის შედეგად თემელებს უკვე უშუქობის დროსაც შეუძლიათ ამუშაონ აუცილებლად საჭირო ელექტრო ხელსაწყოები.

☀️თემის ხელმძღვანელობასან შედგა საუბარი მზის ენერგიის უფრო მაშტაბურად გამოყენების შესაძლებლობებზე.


თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში.
  გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
✅  დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2020

 

მზის სადგურის კალკულატორი

გამოიყენეთ  კალკულატორი თქვენთვის საჭირო მზის სადგურის სიმძლავრის, სავარაუდო ფასის და სამონტაჟე ფართობის გამოსათვლელად.

გადასვლა
ბოლო სიახლეები
ყველაზე პოპულარული
© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now