• April

    13

    2020
  • 3613
ინოვაციური, ტექნოლოგიური სიახლე “მზის სახლში”

ინოვაციური, ტექნოლოგიური სიახლე “მზის სახლში”

☀️ კომპანია „მზის სახლმა“ დაიწყო თანამედროვე, ინოვაციური მზის პანელების გამოყენება.

საუბარია მინა-მინა ტიპის, უჩარჩო, ორმხრივი გამომუშავების მზის მოდულებზე (GLASS-GLASS BIFACIAL FRAMELESS SOLAR MODULS).

⚡️ ეს არის ორ მინას შორის ჰერმეტიზებული მზის ფოტოელემენტები, რომელთა ორივე ზედაპირი – წინა და უკანა ფოტოაქტიურია, ანუ ფოტოელემენტის ორივე ზედაპირი მზის სინათლის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად.

☀️ წინა ზედაპირი ძირითადად  გარდაქმნის მზის პირდაპირ გამოსხივებას, ხოლო უკანა ზედაპირი – არეკლილ და გაბნეულ სინათლის ენერგიას.

ამ მოდულებს ტრადიციულთან შედარებით გააჩნია რიგი უპირატესობები:

🔶მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება ერთეული ფართიდან ( +5-35%);

🔶მეტი ენერგიის გამომუშავება მთელი მუშა რესურსის პერიოდში 25 %-ით

🔶მეტი საგარანტიო ვადა (სიმძლავრეზე – 30 წელი გარანტია);

🔶მეტი მექანიკური სიმტკიცე;

🔶მეტი მეტეო გამძლეობა (ქარი, თოვლი, სეტყვა);

🔶უკეთესი დიზაინი (ვიზუალური სახე)

🔶და სხვა.

☀️ მინა-მინა ტიპის მოდულები მიეკუთვნებიან ეგრეთწოდებული BIPV (Building Integrated Photovoltaics) მოდულების კლასს. მათ ხშირად იყენებენ არქიტექტურულ დიზაინსა და მშენებლობაში. ამ შემთხვევაში ერთის მხრივ, ისინი წარმოადგენენ შენობის არქიტექტურულ ელემენტს, მეორეს მხრივ, გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას.

 მშენებლების თვალსაზრისით მინა-მინა ტიპის მოდული არქიტექტურულ დიზაინში ფაქტიურად უკვე ფართოდ გამოყენებული ე.წ. „ტრიპლექსის“ მინაა,  ენერგიის გენერაციის დამატებითი ფუნქციით. მათ იყენებენ: შენობის ფასადებზე, სახურავებზე, ვიტრაჟებზე, ტერასებზე, ვერანდებზე, ავტოსადგომებზე და ფანჩატურების სახურავებად, მოაჯირეებად და სხვა.

☀️კომპანია „მზის სახლი“ უახლოეს პერიოდში გეგმავს  მინა-მინა ორმხრივი ტიპის მზის მოდულების გამოყენებას სხვადსხვა სიმძლავრის ხუთ ქსელს მიერთებულ სადგურზე. მათგან ორ მზის მიკროელექტრულ სადგურზე დაწყებულია სამონტაჟო სამუშაოები, რომლებიც ცნობილი მოვლენების  გამო დროებით შეჩერებულია.


📣 თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში.
  გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
✅  დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2020

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now