- In ავტონომიური, სიახლეები
მზის ავტონომიური ფოტოელექტრული სისტემა კაწარეთის დედათა მონასტრისათვის
☀️ კომპანია „მზის სახლმა“ კაწარეთის (ს. ხაშმი, საგარეჯოს მუნ.) წმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში დაამონტაჟა 930 ვატი სიმძლავრის მზის ავტონომიური ფოტოელექტრული სისტემა.
კაწარეთის სამების ეკლესია აშენებულია V-VI საუკუნეების მიჯნაზე, ვახტანგ გორგასლის მიერ. ნაგებობას გარს უვლის ქვის გალავანი. გალავნის შესასვლელში ჩართულია საცხოვრებელი კოშკი. კომპლექსში შედის ასევე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი.
ეკლესიაში შემონახულია უნიკალური ფრესკები, რომლებიც 1518 წლით თარიღდება.
2007-2008 წლებში ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. დღეისათვის ის მოქმედია.
ტერიტორია არის კეთილმოწყობილი, ეზო დამშვენებულია ყვავილებით, უშიშრად დასეირნობენ შვლები.
—
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში
© მზის სახლი 2020