• October

    12

    2022
  • 894
მზის ფოტოელექტრული პანელებით ფანჩატურის გადახურვა

მზის ფოტოელექტრული პანელებით ფანჩატურის გადახურვა

☀ კომპანია “მზის სახლმა” თბილისში, დაამონტაჟა 2,5 კილოვატიანი ქსელს მიერთებული მზის ფოტოელექტრული სადგური, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ფანჩატურის სახურავს.

მზის სადგურის შემადგენელი კომპონენტები:
✅ მზის პანელები: GLASS-GLASS,  BF  FRAMELESS ,MONO PERC 310 ვტ., KIOTO SOLAR (ავსტრია).
✅ მწკრივის ინვერტორი: FRONIUS PRIMO (ავსტრია).

GLASS-GLASS BIFACIAL FRAMELESS SOLAR MODULS – მინა-მინა ტიპის, უჩარჩო, ორმხრივი გამომუშავების მზის მოდულებია.

⚡️ ეს არის ორ მინას შორის ჰერმეტიზებული მზის ფოტოელემენტები, რომელთა ორივე ზედაპირი – წინა და უკანა ფოტოაქტიურია, ანუ ფოტოელემენტის ორივე ზედაპირი მზის სინათლის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად.

☀️ წინა ზედაპირი ძირითადად  გარდაქმნის მზის პირდაპირ გამოსხივებას, ხოლო უკანა ზედაპირი – არეკლილ და გაბნეულ სინათლის ენერგიას.

✅ ამ მოდულებს ტრადიციულთან შედარებით გააჩნია რიგი უპირატესობები:

🔶მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება ერთეული ფართიდან ( +5-35%);

🔶მეტი ენერგიის გამომუშავება მთელი მუშა რესურსის პერიოდში 25 %-ით

🔶მეტი საგარანტიო ვადა (სიმძლავრეზე – 30 წელი გარანტია);

🔶მეტი მექანიკური სიმტკიცე;

🔶მეტი მეტეო გამძლეობა (ქარი, თოვლი, სეტყვა);

🔶უკეთესი დიზაინი (ვიზუალური სახე)

🔶და სხვა.

☀️ მინა-მინა ტიპის მოდულები მიეკუთვნებიან ეგრეთწოდებული BIPV (Building Integrated Photovoltaics) მოდულების კლასს. მათ ხშირად იყენებენ არქიტექტურულ დიზაინსა და მშენებლობაში. ამ შემთხვევაში ერთის მხრივ, ისინი წარმოადგენენ შენობის არქიტექტურულ ელემენტს, მეორეს მხრივ, გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას.

✅  მშენებლების თვალსაზრისით მინა-მინა ტიპის მოდული არქიტექტურულ დიზაინში ფაქტიურად უკვე ფართოდ გამოყენებული ე.წ. „ტრიპლექსის“ მინაა,  ენერგიის გენერაციის დამატებითი ფუნქციით. მათ იყენებენ: შენობის ფასადებზე, სახურავებზე, ვიტრაჟებზე, ტერასებზე, ვერანდებზე, ავტოსადგომებზე და ფანჩატურების სახურავებად, მოაჯირეებად და სხვა.


📣 თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში.
  გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
✅  დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2022

მზის სადგურის კალკულატორი

გამოიყენეთ  კალკულატორი თქვენთვის საჭირო მზის სადგურის სიმძლავრის, სავარაუდო ფასის და სამონტაჟე ფართობის გამოსათვლელად.

გადასვლა
ბოლო სიახლეები
ყველაზე პოპულარული
© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now