
მზის ელექტრო სადგური დევნილებისთვის
„მზის სახლის“ პარტნიორმა კომპანიამ „მზის ენერგია“ – ს. კოდაში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისთვის დაამონტაჟა 375 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური.
პროექტი განხორციელდა ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები: კომპანია SOLET (ლიეტუვა), ქურთის და ერედვის მუნიციპალიტეტები.
პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ: ქვემო ქართლის რეგიონის, თეთრი წყაროს, ქურთის და ერედვის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. აგრეთვე ლიეტუვის საელჩოს, სემეკის და პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები.
პრეზენტაციას ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა.
—
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი: YOUTUBE
დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში: FACEBOOK
© მზის სახლი 2023