• April

    17

    2024
  • 707
პირველი წყალზე მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური საქართველოში

პირველი წყალზე მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური საქართველოში

☀ მზის ენერგეტიკაში პიონერმა ქართულმა კომპანიამ „მზის სახლმა“ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა კიდევ ერთი ინოვაციური და უპრეცენდენტო პროექტი  –  გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში – პირველად საქართველოში მოეწყო წყალზე მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური.

📣 მზის სადგურის მფლობელია შპს „აგრო იმპექსი“. მზის სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია გამოყენებული იქნება იქვე მდებარე სატუმბი სარწყავი სისტემის ელექტრო უზრუნველყოფისათვის.

წყალზე მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური წარმოადგენს ინოვაციას მზის ენერგეტიკის დარგში, რომელიც თავისი უნიკალური თვისებების და მნიშვნელოვანი უპირატესობების გამო  მზარდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.

მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგურებს გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები:

🔷 ტრადიციული მზის ფოტოელექტრული სადგურები ხშირად აწყდებიან გამოწვევებს მიწის ნაკვეთის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.  წყლის ზედაპირის ათვისებით  მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგურები ჭრიან ამ პრობლემას. დეფიციტური მიწის ტერიტორია კი თავისუფლდება აგრო მეურნეობისა და სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

🔷 წყლის გამაგრილებელი ეფექტი ხელს უწყობს მზის პანელების გაგრილებას, რაც მათ გამომუშავებას და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის.

🔷 წყლის ამრეკლი ზედაპირი ხელს უწყობს მზის პანელების მიერ მეტი სინათლის მიღებას, რაც მიწის სადგურებთან შედარებით ენერგიის  უფრო მაღალ გამომუშავებას უწყობს ხელს.

🔷 თავის მხრივ მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური იცავს წყალს აორთქლებისაგან, რითაც მნიშვნელოვნად ზოგავს წყლის რესურსს.

🔷 წყალსაცავებში წყალმცენარეების ზრდის შეჩერებით მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური აუმჯობესებს წყლის ხარისხს, რაც მეტად მნიშვნელოვანია სატუმბი საირიგაციო სისტემებისთვის.

🔷 ხმელეთზე დამონტაჟებული მზის სადგურებისგან განსხვავებით მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური უფრო გამძლეა ისეთი სტიქიური მოვლენების მიმართ, როგორიცაა ქარიშხალი და წყალდიდობა.

🔷 მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური ზრდის წყალსაცავის  მდგრადობასა და ეფექტურობას, რაც დამატებით ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სარგებელს იძლევა.

✅ მოცემული მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური  30 წლიანი ფუნქციონირების პერიოდში გამოიმუშავებს იმ რაოდენობის ენერგიას, რომელიც იქნება შემდეგი ეკოლოგიური ეფექტის  ექვივალენტური:

  • 🌳 3 500 ტონა ნახშირორჟანგის დაზოგვა;
  • 🌳 80 ჰექტარზე გაშენებული ტყის ეფექტი.

☀ მზის სადგურის ძირითადი ტექნიკური მონაცემები:
⚡️ პიკური სიმძლავრე –  216 კვტ.
⚡️ გამომუშავებული ელექტროენერგია – 300 000 კვტ/სთ  წელიწადში.

☀ მზის სადგურის შემადგენელი კომპონენტები:
🔶 მზის პანელები: MONO FALF CUT –  545 ვტ.  PEIMAR (იტალია);
🔶 ინვერტორი: FRONIUS TAURO ECO (ავსტრია);
🔶 მოტივტივე კონსტრუქცია: XIAMEN MIBET SOLAR CO.  (ჩინეთი).

🔷 პროექტში მონაწილე მხარეები:
 – USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა(დონორი);
– შპს „აგრო იმპექსი“ (შემკვეთი, თანადამფინანსებელი);
– შპს „სოლარ ენერჯი კომპანი” (პარტნიორი).

კომპანია „მზის სახლი“ მადლობას უხდის პროექტში მონაწილეებს.


☀ თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:

🔶 გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი:  YOUTUBE
🔶 დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში:  FACEBOOK

© მზის სახლი 2024

მზის სადგურის კალკულატორი

გამოიყენეთ  კალკულატორი თქვენთვის საჭირო მზის სადგურის სიმძლავრის, სავარაუდო ფასის და სამონტაჟე ფართობის გამოსათვლელად.

გადასვლა
ბოლო სიახლეები
ყველაზე პოპულარული
© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now