კომპანია „მზის სახლი“ 2 მეგავატიანი მზის სადგურის ასაგებად ემზადება
კომპანია „მზის სახლმა“ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (20.11.2017) შესაბამისად, დაასრულა „გარეჯის მზის ელექტროსადგურის“ განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.
კვლევები მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში. მზის ელექტროსადგურის პიკური სიმძლავრე იქნება 2 მეგავატი, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 2700 მეგავატ*სთ.
მზის სადგური განთავსდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარედ, 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.
მემორანდუმის შესაბამისად კვლევის შედეგები და წინადადებები განსახილველად გადაეცა საქართველოს მთავრობას. მთავრობის მიერ წინადადებების გათვალისწინების შემთხვევაში კომპანია მზადაა ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობით, 6 თვის განმავლობაში ააგოს და ექსპლუატაციაში გაუშვას მზის ელექტროსადგური.
აღსანიშნავია, რომ „მზის სახლი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მრავალმხრივ საქმიანობას ეწევა მზის ენერგეტიკის დარგში, როგორიცაა:
– მზის რადიაციის გაზომვები და ჰელიოპოტენციალის შეფასება;
– მზის ელექტროსადგურის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მომზადება;
– მზის ელექტრული და წყალგამაცხელებელი სისტემების პროექტირება, ინსტალაცია, მონიტორინგი და ექსპერტიზა.
—
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში
© მზის სახლი 2019