ლიეტუვის პროექტის პრეზენტაცია
დასრულდა საერთაშორისო პროექტი: “კლიმატის ცვლილების შემსუბუქება განვითარებად ქვეყნებში ლიეტუვის გამოცდილების გაზიარებით”. 🇱🇹
სოფელ ფრეზეთში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ლიეტუვის ენერგეტიკის ვიცე მინისტრი – ლინა საბაიტიენე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – გიორგი წოწკოლაური, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ქალბატონი ეკატერინე მიქაბაძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მერი – ნუგზარ თინიკაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – გელა შერმადინი და სხვა ოფიციალური პირები.
პროექტი ინიცირებული იყო ლიეტუვის რესპუბლიკის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების სამინისტროს მიერ.
პროექტის მიხედვით დამონტაჟდა ხუთი ქსელს მიერთებული მზის მიკროელსადგური სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში:
- წეროვანის გამგეობის შენობაზე – პიკური სიმძლავრით 6,48 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2434723566644068
- წეროვანის ბაგა-ბაღზე – პიკური სიმძლავრით 34 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2439310786185346
- წილკანის ბაგა-ბაღზე – პიკური სიმძლავრით 13,2 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2447439125372512
- წილკანის წყალსატუმბ სადგურზე – პიკური სიმძლავრით 27 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2455459207903837
- ფრეზეთის წყალსატუმბ სადგურზე – პიკური სიმძლავრით 54 კილოვატი – https://www.facebook.com/pg/SunHouse.ge/photos/?tab=album&album_id=2457849204331504
მზის მიკროელსადგურების ჯამური სიმძლავრე არის 128.22 კილოვატი.
პროექტი განახორციელა კომპანია „მზის სახლმა“ პარტნიორებთან “Solar Energy Georgia“ და “Solet Technics” ერთად.
პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge
—
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
– გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
– დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში
© მზის სახლი 2019