• March

    16

    2020
  • 3515
„მზის სახლი“ თემში

„მზის სახლი“ თემში

🏡თემი არის სოფელ გრემში (კახეთი) არსებული საზოგადოება და სოციალური საწარმო. თემმა, როგორც ორგანიზაციამ აქტივობები 1989 წელს დაიწყო და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღესდღეობით აქ სხვადსხვა გამოცდილების და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. თემი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მისი წევრები ცხოვრების საუკეთესო საშუალებებით და ზრუნვით და განავითაროს მისი სამეწარმეო საქმიანობა ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად.

☀️2019 წლის ზაფხულში, ერთ-ერთი უცხოელი მოხალისის თაოსნობით თემში დაიწყო მზის ენერგიის გამოყენება. დამონტაჟდა 600 ვატი სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკრო ელსადგური.

✅არსებულ მზის სადგურს ამჟამად დაემატა კიდევ 540 ვატი სიმძლავრის მზის ჰიბრიდული მიკრო ელსადგური (მზის პანელები – KIOTO SOLAR, ქსელის მიკროინვერტორი – ABB, სარეზერვო წყაროს ენერგოტევადობა – 3,6 kwh., გარდამქმნელი – 1 kw.).

✅ამის შედეგად თემელებს უკვე უშუქობის დროსაც შეუძლიათ ამუშაონ აუცილებლად საჭირო ელექტრო ხელსაწყოები.

☀️თემის ხელმძღვანელობასან შედგა საუბარი მზის ენერგიის უფრო მაშტაბურად გამოყენების შესაძლებლობებზე.

—
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში.
✅  გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
✅  დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2020

 

მზის სადგურის კალკულატორი

გამოიყენეთ  კალკულატორი თქვენთვის საჭირო მზის სადგურის სიმძლავრის, სავარაუდო ფასის და სამონტაჟე ფართობის გამოსათვლელად.

გადასვლა
ბოლო სიახლეები
ყველაზე პოპულარული
© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now