აკად. დოქტ. კონსტანტინე კობახიძე
დამფუძნებელი და დირექტორი

დამფუძნებელი და დირექტორი

დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი.

აკადემიური დოქტორი საინჟინრო ფიზიკის დარგში.

1977 წლიდან დღემდე აკადემიკოს ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. 40 წელზე მეტია მუშაობდს ალტერნატიული ენერგეტიკის თემატიკაზე.

დამფუძნებელი და დირექტორია ორგანიზაციების:

• მცირე საწარმო „აისი“ (1990-1993 წწ., თანადამფუძნებელი)
• შპს „ჰელიოსი“ (1994-1995 წწ., თანადამფუძნებელი)
• შპს „მზიური ენერგია“ (1996-1999 წწ., დამფუძნებელი/დირექტორი)
• ა(ა)იპ „მზე და დედამიწა“ (1999-2008 წწ., თანადამფუძნებელი/ტექნიკური დირექტორი)
• ა(ა)იპ „მდგრადი ენერგიების ცენტრი – მზის სახლი“ (2008-2011 წწ., თანადამფუძნებელი/ტექნიკური დირექტორი)
• შპს „მზის სახლი“ (2011 წლიდან დღემდე, დამფუძნებელი/დირექტორი)

ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და პუბლიკაციის განახლებადი, ალტერნატიული ენერგეტიკის დარგში.

ბოლო 30 წლის მანძილზე, დაგეგმვის, პროექტირების და ინსტალაციის სტადიაში ხელმძღვანელობდა 500-ზე მეტ მცირე და დიდ პროექტს მზის ენერგეტიკის დარგში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მრავალი წლის მანძილზე მონაწილეა მზის ენერგეტიკის დარგის კონგრესების, კონფერენციებისა და გამოფენების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now