მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა
2007-2009 წლებში საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში (გრანტის მიმღები “სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი”) ფშავ-ხევსურეთისა და ხევის 20 მაღალმთიან, არაელექტროფიცირებულ სოფელში შესწავლილ იქნა განახლებადი ენერგიების, მათ შორის მზის, ქარის, ჰიდრო და ბიომასის პოტენციალი.
გარდა ამისა ამ კვლევებზე და მეტეომონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს მიერ შედგენილ იქნა საქართველოს მზის კადასტრის ახალი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ვერსიისგან.