• July

    2

    2020
  • 323
  • 0
მზის მიკროელექტრული სადგური პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისისთვის

მზის მიკროელექტრული სადგური პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისისთვის

კოპანია „მზის სახლმა“ სს „პროკრედიტ ბანკის“ შეკვეთით, ქ. თბილისში, ბანკის სათაო ოფისთვის დაამონტაჟა ორი  ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური

პროექტში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიის, მინა-მინა ტიპის, უჩარჩო, ორმხრივი გამომუშავების მზის მოდულები (GLASS-GLASS, BIFACIAL, FRAMLESS SOLAR MODULS).

ერთი მზის მიკროელექტრული სადგური დამონტაჟდა შენობის სახურავზე. მისი დანიშნულებაა სათაო ოფისის ელექტრომომარაგება და მინის სახურავიანი ინტერიერის მზის პირდაპირი სხივებისაგან ნაწილობრივი – 85%-ით დაჩრდილვა.

მეორე მზის მიკროსადგური დამონტაჟდა შენობის გვერდით, ავტოსადგომის ტიპის კონსტრუქციაზე. მისი დანიშნულებაა ელექტრომობილების დასამუხტი ტერმინალის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. მზის სადგურებს უკავიათ 500 კვმ ფართი. მათი ჯამური პიკური სიმძლავრე 100 კილოვატამდეა.

პროკრედიტ ბანკი ინოვაციაზე და განვითარებაზე ორიენტირებული ბანკია, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს გარემოზე ზრუნვას და ცდილობს გარემოსადმი მეგობრული პროექტების ხელშეწყობას. ის ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელსაც აქვს შესაბამისი ეკო ქვეგანყოფილება, რაც მის სოციალურ-ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

ამის დასტურია ზემოთ აღნიშნული მზის მიკროელექტრული სადგურის პროექტი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და თანამედროვეა.

 პროექტის ფოტო-ალბომი – facebook.com/SunHouse.ge


📣 თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში.
  გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
✅  დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2020

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now