• August

    27

    2020
  • 2176
კომპანია „მზის სახლი“ პანკისში

კომპანია „მზის სახლი“ პანკისში

კომპანია „მზის სახლმა” „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ დაფინანსებით, პანკისში, სოფელ ჯოყოლოში, საოჯახო სასტუმრო „ნაზის სასტუმროში“ დაამონტაჟა მზის ჰიბრიდული, ფოტოელექტრული სადგური პიკური სიმძლავრით 1,62 კვტ.

მზის სადგურის შემადგენელი კომპონენტებია:

  • – მზის მოდულები – KIOTO SOLAR (ავსტრია);
  • – მოდულის ინვერტორი – ABB (იტალია);
  • – 200 ამპ*სთ-იანი აკუმულატორი ჟელეანი ;
  • – ინვერტორ/დამმუხტველი 2 კვტ.

პანკისის ულამაზეს ხეობაში ტურიზმის განვითარება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მათი ტრადიციები, ისტორია, სამზარეულო, კულტურა ბევრი ტურისტისთვის საინტერესოა. ამ დარგში „ნაზის სასტუმრო“ ერთ-ერთი პიონერია, ის უკვე რამდენიმე წელია სტუმრებს იღებს მრავალი ქვეყნიდან და უგემრიელესი ქისტური სამზარეულოთი უმასპინძლდება. ეს დიდი სტიმულია იმისათვის, რომ პანკისში ტურიზმი განვითარდეს და ხეობამ მეტი სტუმარი მიიღოს.

გულითადად ვუსურვებთ „ნაზის სასტუმროს“ (nazysguesthouse.com )  წარმატებებს და განვითარებას.


📣 თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში.
✅  გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
✅  დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში

© მზის სახლი 2020

 

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now