• October

    6

    2021
  • 174
მზის სახლის ახალი მასშტაბური პროექტი

მზის სახლის ახალი მასშტაბური პროექტი

📢 კომპანია „მზის სახლმა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ს. სართიჭალაში შპს „ტექნო-აგროს“ სამრეწველო მაცივრის შენობის სახურავზე დაამონტაჟა 136,5 კვტ სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის ფოტოელექტრული სადგური.

☀ მზის სადგურმა წარმატებით გაიარა ერთთვიანი საგამოცდო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გამოიმუშავა 11 280 კვტ.სთ (3 700 ლარის ექვივალენტი) ელექტრო ენერგია, ხოლო ნახშირორჟანგის გარემოში ემისიის შერბილებამ შეადგინა 6,73 ტონა.

❗  აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად განხორციელდა მზის მოდულების სკანირება და მასივის თერმული აეროფოტოგადაღება სპეციალური ინფრაწითელი კამერების მეშვეობით. დიაგნოსტირების აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა მზის მოდულების მასივში  შესაძლო დეფექტები შემოწმდეს ცალკეული ფოტოელემენტების დონეზე.

❗ ასევე საქართველოში პირველად გამოყენებული იქნა ავსტრიული კომპანია FRONIUS -ის ახალი პროდუქტი 100 კვტ სიმძლავრის ინვერტორი – TAURO-100.

მზის სადგურის შემადგენელი კომპონენტები:
✅ მზის პანელები: MONO, PERC, 375W, SWISS SOLAR (შვეიცარია);
✅  ქსელური ინვერტორები: FRONIUS TAURO-100, FRONIUS SYMO-25 (ავსტრია).


☀ თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:

🔶 გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი:  YOUTUBE
🔶 დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში:  FACEBOOK

© მზის სახლი 2021

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now