• July

    29

    2018
  • 2358
  • In

თქვენს მიერ შემოთავაზებული მზის ელექტროსადგურები ძვირია, რატომ არ იყენებთ იაფ ჩინურ პანელებს და ინვერტორებს?

მზის ფოტოელექტრული სისტემების (მზის ელექტრო სადგურების) მთავარი უპირატესობა, სხვა დენის წყაროებთან შედარებით, არის მაღალი საიმედოობა და მუშაობის ხანგრძლივი პერიოდი – 30 წელი და მეტი (პროგნოზებით 50 წელი მაინც უნდა იმუშაოს).

იაფი ჩინური მზის პანელები და ინვერტორები უცნობი კომპანიების მიერ არის წარმოებული, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე არავითარი იმიჯი და ავტორიტეტი არ გააჩნიათ. მათ პროდუქტებზე ხარისხის რეალური გარანტია არ არსებობს, იმის და მიუხედავად, რომ ისინი ვიზუალურად არაფრით განსხვავდებიან ხარისხიან ანალოგებს. ექსპლუატაციაში შესვლის საწყის ეტაპზე, საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროპარამეტრების რეალურად შემოწმებაც რთულია, წუნი თავს იჩენს ექსპლუატაციის პროცესში. მზის ფოტოელექტრული სადგურის ფასს განსაზღვრავს:

1. შემადგენელი კომპონენტების (მზის მოდულები, ინვერტორი, ელექტრო ტექნიკური მოწყობილობები და მასალები, სამაგრი კონსტრუქცია) წარმომავლობა-ხარისხი;

2. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კვალიფიციური მონტაჟი;

3. გარანტია.

კომპანია “მზის სახლის” მიერ ევროპული კომპონენტებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ინსტალირებული, ქსელს მიერთებული 1 ვატი პიკური სიმძლავრის მზის სადგურის ღირებულებაა 1-დან – 1,5 ევრომდე (ფასი ძირითადად დამოკიდებულია სადგურის სიმძლავრეზე).

იმისათვის, რომ შეაფასოთ, ძვირია თუ არა ჩვენი ფასები, გთავაზობთ დიაგრამას, რომელიც გამოაქვეყნა  ევროკომისიის მეცნიერებისა და ცოდნის სააგენტომ 2019 წელს:

დიაგრამა 1. მზის ფოტოელექტრული სისტემების ფასების დინამიკა ერთ ვატზე ევროში ქვეყნების მიხედვით

ბუნებრივია, შეიძლება გაჩნდეს კითხვა:  არსებული ფასები თუ ასე მაღალია (დიაგრამის მიხედვით), მაშინ როგორ გავრცელდა და განვითარდა ეს დარგი მსოფლიოში?

პასუხი:  აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში (ასეთი 85 ქვეყანაა მსოფლიოში), მზის ფოტოენერგეტიკა განვითარდა სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკის შედეგად, როგორიცაა სუბსიდიები, გრძელვადიანი, მცირეპროცენტიანი სახელმწიფო სესხები, ელექტროენერგიაზე სახელმწიფო სატარიფო პოლიტიკა და სხვა.

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now