- By Tea
- In ავტონომიური, სიახლეები
100 კილოვატიანი მზის სადგური თუშეთში
კომპანია “მზის სახლმა” თუშეთში, სოფელ ომალოში დაასრულა მზის ფოტოელექტრული სადგურის პირველი ეტაპის სამუშაოები. კერძოდ, სასტუმროს სახურავზე დაამონტაჟა მზის პანელები, რომელთა ჯამური პიკური სიმძლავრე 100 კილოვატია. მეორე ეტაპი დასრულდება მომავალ წლის ზაფხულში. ეს მზის ავტონომიური ელექტრო სადგური ყველაზე მძლავრია საქართველოში, რომელიც იმუშავებს მიკრო ქსელის სქემით. პროექტისთვის სპეციალურად შეირჩა მზის მუქი ფიქალისფერი პანელები, რომლებიც ორგანულად ერწყმის ადგილობრივ ლანდშაფტს.