- By Tea
- In ავტონომიური, სიახლეები
100 კილოვატიანი მზის მიკრო-ქსელური სისტემა თუშეთში
სოფელ ომალოში, სასტუმროში “სამზეო“ დასრულდა საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტრო სადგურის მონტაჟის, გაწყობის და გაშვების სამუშაოები. მზის ავტონომიური ელექტრო სადგური მუშაობს მიკრო ქსელის სქემით (MICRO GRID SYSTEMS). იგი ამ ტიპის პირველი სადგურია საქართველოში. მიკროქსელური ტექნოლოგიები ორიენტირებულია ადგილობრივი განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე, შედეგად აღარ არის საჭირო ენერგიის დიდ მანძილზე გადაცემა, რაც ამცირებს დანაკარგებს და ელექტრო ენერგიის თვითღირებულებას.