
2020 წლის შედეგების შეჯამება
კომპანია „მზის სახლმა“ გასულ – 2020 წელს დაამონტაჟა 10 ავტონომიური (OFF-GRID) ფოტოელექტრული სისტემა საერთო ჯამური სიმძლავრით 28 940 ვატი და 13 ქსელს მიერთებული (GRID-TIED) მიკროელექტრული სადგური ჯამური სიმძლავრით 344 590 ვტ. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას სულ ინსტალირებული აქვს 78 ერთეული ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური საერთო ჯამური სიმძლავრით 692 კვტ. ცნობისათვის: სემეკის მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოში დამონტაჟებული იყო დაახლოებით 230 ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური.